უკრაინამ საფოსტო მარკა გამოუშვა, რომელიც რუსულ ხომალდებს „ერთ ადგილას“ აგზავნის

უკრაინულმა მხარემ, „რუსკი კარაბლ“-ის მისამართით გაჟღერებული ცნობილი ფრაზა საფოსტო მარკებზე გადაიტანა. დღეს, აღნიშნული ე.წ. ისტორიული მარკებით უკრაინის პრეზიდენტი გამოჩნდა და ინფორმაცია გაავრცელა.

„უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსეთის მისამართით ნათქვამი ცნობილი ფრაზა, რომელიც რუსულ ხომალდს ერთი მიმართულებისკენ მიუთითებს, ახლა საფოსტო მარკებზე იქნება გამოსახული“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და საფოსტო მარკების ფოტოსაც აქვეყნებს.

პრეზიდენტი ეთანხმება, რომ რუსულ ხომალდს მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს.

„ფრაზა, რომელიც უკრაინელი დამცველების უძლეველობის სიმბოლო გახდა, ახლა საფოსტო მარკებზეა. გამოიყენეთ და დაიმახსოვრეთ, რომ „რუსულ ხომალდს“ მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს“, – აცხადებს  ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც რუსული ხომალდი უკრაინის ერთ-ერთ კუნძულს მიადგა და დანებება მოსთხოვა. მესაზღვრეებმა კი შემდეგი სიტყვებით გაისტუმრეს: „Русский военный корабль, иди на х*й“ .

 

მსგავსი თემები