ქიმიური იარაღი, რომელიც ყველა ხერხემლიანს 1-დან 10 წუთში ანადგურებს – რა გამოიყენეს უკრაინაში, დადგენა შესაძლებელია

„ძირითადად,  გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია. გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ დროული ჩარევით. ოქროს შუალედი არის 1-დან 10 წუთამდე. აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ანტიდოტი“ – განაცხადა სამხედრო ექიმმა, სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორმა ამური რევიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით „ზარინი“ ყველა ხელხემლიანს ანადგურებს და გადარჩება შესაძლებელია მხოლოდ 10 წუთში გაწეული სათანადო დახმარების შედეგად.

„ზარინი“ არის  უფერო-უსუნო სითხე, რომლის აქროლება ხდება გადატყორცნის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს კასეტური ბომბები ან სხვა. სამიზნე წერტილის დაზიანების შემდეგ, ის კარგავს გარსს და ხდება მისი აქროლება გარემოში. ძირითადად, ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზებით აღწევს და  1-დამ 10 წუთამდე დგება ლეტალობა. ძირითადად, ბლოკავს ნერვულ დაბოლოებებს და არ ხდება იმპულსის გადაცემა ნერვიდან კუნთოვან ქსოვილზე. გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია. გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ დროული ჩარევით. ოქროს შუალედი არის 1-დან 10 წუთამდე. აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ანტიდოტი“ – განაცხადა სამხედრო ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არ უკრაინაში სწორედ ამ ქიმიური იარაღის გამოყენება, სამხედრო ექიმი გვეუბნება, რომ ამის დადგენა შესაძლებელია.

„მტკიცება, რომ უკრაინაში სწორედ ეს ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, გამიჭირდება. ქიმიური იარაღი წარმოადგენს მასობრივი განადგურების საშუალებას და კონკრეტული იარაღი ხერხემლიანს, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედებს თანაბრად. ექსპერტიზა ჩატარდება, ქვეყნები სწავლობენ ამ ფაქტს და თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. იყო თუ არა ეს ქიმიური იარაღი გამოყენებული უკრაინაში,  დადასტურება შესაძლებელია. ეს არის პაციენტთა კლინიკური გამოვლინებები და ასევე, ნივთიერების ნარჩენი ელემენტები, რომელიც გარემოში რჩება.  ექსპერტიზა სირთულეს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კი შეუსაბამოა მოწამლული ადამიანების რაოდენობა და იარაღის მოქმედება. ის ანადგურებს ყველა ხერხემლიანს“ – განაცხადა ექიმმა მედიაცენტრ მთავართან“.

„ზარინი“ ირან-ერაყის ომში გამოიყენეს, სადაც 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაავადდა – სამხედრო ექიმი ქიმიური იარაღზე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები