საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს ჩავა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით,  საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება.

,,საპარლამენტო დელეგაციის მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის უკვე დაწყებულია. დელეგაციაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები.  საქართველო უკრაინაში, რა თქმა უნდა, დააფიქსირებს ერთიან პოზიციებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სავარაუდოდ, დელეგაციის 3 წევრი მმართველი პარტიიდან იქნება.

,,საქართველოს პარლამენტის დელეგაცია  პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება.  ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინის მხარესთან დეტალების შესათანხმებლად. მე ვიქნები დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ვფიქრობ 3 დეპუტატი ვიქნებით, მმართველი პარტიიდან” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მსგავსი თემები