არასამთავრობოები ითხოვენ, ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი და პასუხები, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს

369 კითხვა და მასზე გაცემული პასუხები საქართველოს მოსახლეობისთვის საჯარო უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და ისინი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ.

საუბარია, იმ კითხვარზე, რომელიც ერთ-ერთი წინაპირობაა გაწევრიანების შორს მიმავალ გზაზე.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია.  ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და უზრუნველყოფს დაინტერესებული აქტორების ჩართულობას“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი თემები