იპოვეს 14-დან 24 წლამდე გოგონები, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატიურად აუპატიურებდნენ

„უკრაინელ გოგონებს ჯგუფურად აუპატიურებდნენ. ბუჩაში, მხოლოდ ერთი სახლის სარდაფში გოგონები იპოვეს, რომლებსაც სისტემატურად აუპატიურებდნენ. რუსი სამხედროები კი მათ ეუბნებოდნენ, რომ ისე უმოწყალოდ აუპატიურებდნენ რომ არასდროს კაცთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ რომ უკრაინელები არ გაემრავლებინათ“ – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი და იმ მორიგ სისასტიკეზე საუბრობს, რაც ოკუპანტის ჯარებმა უკრაინაში ჩაიდინეს.

ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, გოგონები სარდაფში 25 დღის განმავლობაში იყვნენ გამოკეტეს. სექსუალური ძალადობის შედეგად კი 9 გოგონა დაფეხმძიმდა.

„მსგავსი სექსუალური ძალადობის ფაქტების დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ჩვენამდე ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

მსგავსი თემები