უკრაინის საზღვართან სარკინიგზო გზა დაზიანდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის – ვიაჩისლავ გლადკოვიის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სარკინიგზო გზა დაზიანდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  გუბერნატორი „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს.

შებეკინის საქალაქო რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი. მიზეზების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერს გუბერნატორი.

მსგავსი თემები