მარიუპოლის მერი არ გამორიცხავს, მოსახლეობაში მსხვერპლი 20 000-საც აღემატებოდეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, ომის დაწყებიდან, ქალაქში, სულ მცირე, 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ საინფორმაციო სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესს“ განუცხადა. ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობაში მსხვერპლი 20 000-საც აღემატებოდეს. როგორც ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რუსეთის ძალებმა მარიუპოლში მობილური კრემატორიუმები ჩაიტანეს. მისი თქმით, რუსი სამხედროები თავიანთი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მარიუპოლში ჰუმანიტარულ კოლონებს არ უშვებენ.

მსგავსი თემები