უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას აშშ იკვლევს

მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში განცხადებას ავრცელებენ. როგორც  პენტაგონის სპიკერ, ჯონ კირბი აცხადებს, ამ ეტაპზე არ დასტურდება ქიმიური იარაღის გამოყენება.

„ამ ეტაპისთვის, ვერაფერს დავადასტურებთ. სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ. სოციალური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლში, პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა განალაგეს. თუ აღნიშნული ინფორმაცია  სიმართლეა, შემაშფოთებელია და ასევე ასახავს იმ ვითარებას, რომელიც გვქონდა უკრაინაში, რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა, ცრემლსადენი გაზი, შერეული ქიმიური საშუალებები”, – აცხადებენ პენტაგონში.

“რუსებმა მარიუპოლს ქიმიური იარაღით შეუტიეს“ – ანდრეი ბელეცკი

მსგავსი თემები