ლიეტუვას პრემიერი უკრაინაში იმყოფება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე უკრაინაში ჩავიდა. პრემიერი უკრაინელ კოლეგას შეხვდა და საკუთარი თვალით ნახა ის სისასტიკე, რაც რუსულმა არმიამ უკრაინაში ჩაიდინა.

„დღეს გავმართე შეხვედრა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრ ინგრიდა სიმონიტესთან. ჩვენ ერთად მოვინახულეთ რუსული ჯარების მიერ განადგურებული ბოროდიანკა. უკრაინაში განხორციელებული გენოციდისათვის რუსეთი უნდა დაისაჯოს. მადლობა ლიეტუვას ომის დანაშაულების გამოძიებაში ჩართვისთვის. ერთად შევაჩეროთ რუსეთი“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი შმიგალი.

 

მსგავსი თემები