უკრაინიდან რუსეთში იძულებით 33 000 ადამიანი გადაიყვანეს

უკრაინის სახალხო დამცველის – ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან რუსეთში იძულებით 33 000 ადამიანი გადაიყვანეს.

„რუსეთის ფედერაციასა და დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტირებული 33 000 მოქალაქის მონაცემები დადასტურდა. მოწმეები აცხადებენ, რომ „რაშისტები“ და „კადიროველები“ ადგილობრივებს უკანონოდ აპატიმრებენ, აწამებენ და სჯიან პრო-უკრაინული პოზიციის ნებისმიერი გამოვლინებისთვის. რუსული არმიის ქმედებები მარიუპოლში არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდი”, – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.

 

მსგავსი თემები