დღეიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება

დღეუდან, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ფარმაცევტი მომხმარებელს ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება.

„მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს ამ რეცეპტს, შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს შესთავაზოს 3 ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, თუ რომელიც წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო, ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება“ – განაცხადა ღარიბაშილმა.

მსგავსი თემები