„კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი კორინავირუსს დამარცხებყლად აცხადებს და ამბობს, რომ ეს საკოორდინაციო საბჭოს დამსახურბაა. „საკოორდინაციო საბჭომ პროცესი სწორედ მართა და კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია“ – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ხელისუფლებამ გააუქმა მწვანე ბარათები, რადგან მისი ეფექტურობა აზრს კარგავდა. ამას ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა, 2 თვის შემდეგ კი ყველამ ნახა, რომ ხელისუფლებამ პროცესი სწორედ მართა.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის, შეიძლება ითქვას, რომ დამარცხებულია. დღეს ასეა, ყოველ შემთხვევაში ეს სიტუაცია გვაქვს. მაგალითად დღეს 107 შემთხვევა იყო, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც 2 თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. 100 შემთხვევაა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ეს პრობლემა, კრიზისი გადალახულია, ამოწურულია. მოგეხსენებათ, ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, გავამარტივეთ, ნიღბის ტარება გარე სივრცეში მოვხსენით, ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი, რა თქმა უნდა, მოიხსნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები