თბილისის აეროპორტიდან ტაქსისტმა 2 უცხოელი გაიტაცა

გამთენიისას, საქართველოს აეროპორტიდან 2 უცხოელი გაქრა. მათ კვალს გომბორის უღელტეხილზე მიაგნეს, ხოლო გამტაცებელი ტაქსისტი კი გაქცეულია.

შემთხვევა  ასე დაიწყო: რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოში კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. აეროპორტში მათ გააჩერეს ტაქსი. სასტუმროსთან მისვლისას ტაქსის მძღოლმა მათ 250 ლარი მოსთხოვა. არადა, მრიცხველზე 23 ლარი დაეწერა. მათ პრეტენზია გამოხატეს ამაზე, ტაქსის მძღოლმა მათ მანქანა ჩაუკეტა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  გომბორთან მისვლისას, ტაქსის მძღოლმა მათ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ტურისტებმა მოახერხეს საქართველოში ერთ-ერთ მომწვევთან დაკავშირება, რომელმაც ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდა. ტურისტები იპოვეს და ისინი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, ის მიიმალა. მიმდინარეობს მისი ძებნის ოპერაცია.

მსგავსი თემები