ნატო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ   „არჩევნებს“ არ აღიარებს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით ნატო სპეციალურ განცხადებას აკეთებს და გმობს „არჩევნებს“. ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას.

„ნატო არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც კვირას გაიმართა საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული „არჩევნების“ შედეგად მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს  დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან.

 

მსგავსი თემები