კადიროვი უკრაინას ისევ ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინას ისევ ემუქრება. მისი განცხადებით, შეტევა განხორციელდება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზეც.

“შეტევა იქნება არა მხოლოდ მარიუპოლზე, არამედ სხვა ადგილებში, ქალაქებსა და სოფლებზეც“, – ასე იტრაბახა კადიროვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

„ლუგანსკი და დონეცკი – პირველ რიგში ჩვენ სრულად გავათავისუფლებთ… შემდეგ კი ავიღებთ კიევს და ყველა სხვა ქალაქებს. გარწმუნებთ: უკან არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ,“- ასეთია მისი გზავნილი.

 

მსგავსი თემები