ევროკავშირი ე.წ. არჩევნებს არ ცნობს და განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგოც ელჩი აცხადებს, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები  დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება.

„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები  დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება.

ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“ – აღნიშნულის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები