„ზელენსკიმ ლომის ღრიალი აჩვენა“ – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი გაოგნებულია უკრაინელი ხალხისა და მათი ლიდერის სიმამაცით. როგორც ჯონსონი აცხადებს, ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში შეჭრა არავინ და არასდროს განახორციელოს.

„უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, ზელენსკიმ კი ლომის ღრიალი აჩვენა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაპირებთ გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და გავაგრძელოთ ყოველკვირეულად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. ის, რაც პუტინმა ჩაიდინა სხვა არაფერია, თუ არა ომის დანაშაული“ – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი თემები