„პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ატერორებს ხალხს“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით ნახა პუტინის რეჟიმის სისასტიკე, აცხადებს, რომ იმ საშინელების აღსაწერად სიტყვები არ ჰყოფნის.

ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს პოლონეთში ჩავიდა, სადაც ვარშავაში გამართულ გლობალურ ღონისძიებას – „დადექი უკრაინისთვის“ დაესწრო.

„სიტყვები არ მყოფნის იმ საშინელების აღსაწერად, რაც ბუჩაში ვნახე. ეს არის პუტინის ჯარის მახინჯი სახე, რომელიც ატერორებს ხალხს. მაქვს უზარმაზარი აღტაცება ჩვენი მამაცი უკრაინელი მეგობრების მიმართ, რომლებიც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ბრძოლა მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის, არამედ ისინი ასევე იბრძვიან საკითხისთვის – გაიმარჯვებს თუ არა კაცობრიობა, ან იქნება თუ არა ამის შედეგი საზარელი განადგურება”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები