„საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება“ – სალომე ზურაბიშვილი

„კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხვა – საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება  მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა“ – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში 9 აპრილთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია.

„მინდა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლიდან მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმ დროს, როცა შეიძლება, ვიღაც ომის საფრთხით ცდილობდეს მანიპულირებას და ცრუ შიშების გაღვივებას, უნდა იცოდეთ და ამ სიტყვებზე მე ვაგებ პასუხს, როგორც ამ ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი, საქართველოს მიერ დადებულ პირობაზე, რამეთუ, კავკასიამ არ იცის საკუთარი სიტყვის, თუ დადებული პირობის გატეხვა – საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდაკვირვების და არც იდენტობის დაცვის“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები