ევროპა რუსეთს სანქციების მე-6 პაკეტს უმზადებს

უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის მხრიდან ყოველდღიური სისასტიკის პარალელურად, ევროპა სანქციების ახალ-ახალ პაკეტზე მუშაობს. ამჯერად, გზაშია მე-6 პაკეტი, რომლის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ვერასოდეს შევადარებთ რაიმეს, უკრაინელი ხალხის თავგანწირვას.  ვახორციელებთ ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა ამისთვის გადაიხადოს. ჩვენ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დავაწესეთ და უკვე ვამზადებთ სანქციების მე-6 პაკეტს. რუსეთი დაეცემა, ხოლო უკრაინა ევროპული მომავლისკენ მიემართება”, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები