პრეზიდენტმა პრეზიდენტ ზელენსკის სიურპრიზი მოუმზადა და ევროკავშირის ე.წ. კითხვარი გადასცა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, კიევში,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი გადასცა.

სტატუსის მისაღებად, კითხვარის შევსება აუცილებელი წინაპირობაა.  ცერემონია კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა.

„ჩვენ ბევრი რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ. ამიტომ შევსებას დასჭირდება არა წლები, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ კვირები. აქ იწყება თქვენი გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში; ეს, როგორც წესია, არა წლების, არამედ კვირების საკითხი იქნება”, – აღნიშნა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ჩვენ პასუხები ერთი კვირის შემდეგ გვექნება მზად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ურსულა ფონ დერ ლაიენი აპირებს, ზაფხულს წარუდგინოს უკრაინის განაცხადი ევროპულ საბჭოს.

მსგავსი თემები