მანანა არჩვაძე-გამსახურდია საკუთარ შვილს, ცოტნე გამსახურდიას კოლხურ კოშკში არ უშვებს

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას  შვილი, ცოტნე  გამსახურდია ჯანრთელობის მძიმე მდგომარეობის შემდეგ, თბილისში გადმოიყვანეს. ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციის პროცესს სხვაგან, წეროვანის სამედიცინო ცენტრში გადის, რადგან, მანანა გამსახურდია მას კოლხურ კოშკში არ უშვებს.

მიუხედავად გერმანელი ექიმების დასკვნისა, რომ მისთვის აუცილებელია რეაბილიტაციის პროცესის მშობლიურ გარემოში გავლა, ცოტნე გამსახურდიასთვის კოლხური კოშკის კარი ჩაკეტილია.

„ძაან გაიგებს ცოტნე კოშკშია თუ სად არის, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება“ – ასე პასუხობს მანანა არჩვაძე ექიმების წერილს რეაბილიტაციის ადგილთან დაკავშირებით.

„ექიმების წერილში ნათლად წერია რომ იმ მიღწევებსაც დაკარგავთ, რაც ამ ეტაპზე გაქვთ, რადგანაც პაციენტისთვის აუცილებელია რეაბილიტაციის პროცესის მშობლიურ გარემოში გავლა“ – აცხადებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური.

ანა ჯაბაური იმასაც ამბობს, რომ მეზობლების თქმით, 180 ძირი ვაზი რომელიც ცოტნემ კოლხური კოშკის ეზოში დარგო, ამოძირკვა და დაწვა.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე გამსახურდიას კოლხურ კოშკში გადაყვანას მისი ძმები – გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიებიც ითხოვენ, მანანა ანჩვაძე-გამსახურდია ისევ უარზეა. გიორგი გამსახურდიამ სასამართლოსაც მიმართა. სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა, ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გაასაჩივრა.

 

მსგავსი თემები