შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს უარს ეუბნება და უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს,  რომ უკრაინის რადას თავმჯდომარემ, სხვა პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ისიც მიიწვია უკრაინაში, თუმცა, პაპუაშვილი კოლეგას უარით პასუხობს.

„რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“ – აცხადებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მსგავსი თემები