იუნესკო რუსეთს უნდობლობას უცხადებს და სესიაში მონაწილეობას არ აპირებს

ახალ-ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება. ამჯერად, კრემლს უნდობლობას იუნესკოც უცხადებს. კერძოდ, იუნესკო-ს წევრი 46 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უარს აცხადებს რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ყაზანში დაგეგმილი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაში მიიღოს მონაწილეობა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესია დაგეგმილია ივნისში. წერილის ავტორების ინფორმაციით, უკრაინაში განადგურებული ან დაზიანებულია კულტურის 53 ძეგლი.

 

მსგავსი თემები