„ეს რის ცივსისხლიანობა“ – ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში გარდაცვლილთა გვამები თავად ნახა

 

„თქვენ ნახეთ პუტინის არმიის ცივი სახე.  ბუჩაში ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც მთელი მსოფლიო გლოვობს. ჩვენ ვართ მათ გვერდით ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ წუთებში ბუჩაში იმყოფება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელთან და ევროპარლამენტარებთან ერთად, ადგილზე ეცნობა ვითარებას.

ფონ დერ ლაიენი, სწორედ იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ათობით გვამი, სპეციალურ „პარკებში“ გახვეული ასვენია. პრეზიდენტმა, ნანახის შემდეგ,  ემოციის შეკავება ვერ მოახერხე

სულ ცოტა ხნის უკან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც აღნიშნულ ემოციას ასახავს.

„ის, რაც აქ მოხდა, წარმოუდგენელია. ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა“ –  განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები