სადგურის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც მერი აცხადებს, ამ ეტაპზე გარდაცვლილია 50 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. არიან დაჭრილებიც.

“4000 ადამიანი გვყავდა რკინიგზის სადგურზე, რომლებიც პირველ მატარებელს ელოდნენ, ისინი დასავლეთ უკრაინაში უნდა გადაგვეყვანა, რა დროსაც სადგური დაბომბეს”, – აცხადებს მერი.

მომხდარის გამო მკაცრი განცხადებები გააკეთეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა და აშშ-მა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი კი რუსეთის კიდევ ურო მეტად შეზღუდვის საკითხს აყენებს.

უკრაინაში რკინიგზის სადგური დაბომბეს, გვამები ქუჩაში ყრია

მსგავსი თემები