„გთხოვთ, დაბრუნდით“ – ზელენსკი საელჩოებს მიმართავს

პრეზიდენტი ზელენსკი საელჩოებს მოუწოდებს კიევში დაბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელონ. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინის „გაცოცხლება“ ახლა აუცილებელია. ზელენსკი დიპლომატიურ მისიებს მიმართავს რომ დაბრუნდნენ კიევში და მუშაობა ძველებურად აღადგინონ.

”საელჩოები ბრუნდებიან კიევში. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლოების და დიპლომატიური ჟესტების დონეზე. გთხოვთ დაბრუნდით, ვინც მამაცი ხართ, გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა. ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის, რომ კიევი ჩვენია” – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში.

 

მსგავსი თემები