ევროკავშირი რუსეთს კიდევ უფრო მეტად ზღუდავს

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. ქვეყნების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, რუსეთს ემბარგო დაუწესდება.

„მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე; ასევე,  დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე; შეიზღუდება სატვირთო და საზღვაო გადაზიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან; შემოვა აკრძალვა რუსული ხიზილალასა და არყის იმპორტზე“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სანქციები შეეხება რუს ოლიგარქებსა და მათ პროპაგანდისტებს.

 

მსგავსი თემები