„ყველა ჯალათს ვიპოვით“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან სისასტიკეს, სხვადასხვა ქალაქში ყოველ დღე აწყდებიან.  პრეზიდენტის შეფასებით, ყველაზე დიდ საფრთხეს მარიუპოლში ელიან.

„ველოდებით მორიგ პროვოკაციებს. პროპაგანდისტები მარიუპოლში ამზადებენ პროვოკაციას და მათ მიერ მოკლული მოქალაქეების დაღუპვაში უკრაინელი ჯარისკაცების დადანაშაულებას აპირებენ. ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული. ყველა ჯალათს ვიპოვით. ყველა, ვინც აუპატიურებდა და მაროდიორობდა, გამოვლინდება. პასუხისმგებლობას ვერგაექცევით“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეო მიმართვაში.

 

მსგავსი თემები