„მსოფლიოს უკრაინელების სიმამაცის 10% რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ქვეყნების სისუსტეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ სიმამაცე აკლიათ.

„მთელ მსოფლიოში, ყველას, იმ სიმამაცის 10%-ი მაინც რომ ჰქონდეს, რაც უკრაინელებს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ შეექმნებოდა საფრთხე. საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია.  უკრაინას სჭირდება მეტი შეიარაღება, რაც საშუალებას მოგვცემს გამარჯვებას მივაღწიოთ ბრძოლის ველზე. ეს იქნება ყველაზე ძლიერი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ”,- აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები