პუტინის ქალიშვილების სანქციებში მოქცევისთვის რუსეთი ყველას პასუხს აგებინებს

კრემლი იმუქრება რომ რუსეთის ქალიშვილების სანქციებში მოქცევისთვის ყველა პასუხს აგებს.  კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქმედებები ახსნას არ ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სანქციებში პუტინის ქალიშვილებიც მოყვნენ.

„ხაზი, რომელიც გრძელდება ოჯახის წევრთა მიმართ შეზღუდვების შემოღებაზე, ეს საკუთარ თავზე მეტყველებს. ეს არის ის, რაც ძნელი გასაგები და განსამარტია. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთ ოპონენტთან გვიწევს საქმის ქონა. რუსეთი აუცილებლად უპასუხებს და ამას ისე გააკეთებს, როგორც მიიჩნევს საჭიროდ“ – აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

 

მსგავსი თემები