ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე ძირს უთხრის მოლაპარაკების პროცესს

რუსეთი უკრაინას მორიგ ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ მოლაპარაკება და ვითარების განმუხტვა მის ინტერესებში არ შედის. რუსეთის საგარეო მინისტრი ირწმუნება, რომ კიევმა გზას გადაუხვია და რუსეთს შეთანხმების ახალი, განსხვავებული პროექტი შესთავაზა.

„ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია და დაცილებულია სტამბოლში 29 მარტს გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დებულებებისგან“ – აცხადებს ლავროვი.

მისი თქმით, „სტამბოლის დოკუმენტში“ უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ  უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე, ახალ პროექტში კი ეს მკაფიო მინიშნება არ არის.

„არსებული შეუსაბამობა ადასტურებს კიევის ნამდვილ ზრახვებს, რომლითაც აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. კიევის რეჟიმი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ, რომლებიც უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები“ – აცხადებს ლავროვი.

 

მსგავსი თემები