ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად სიტყვით საბერძნეთის პარლამენტში გამოვიდა. ზელენსკიმ ვირტუალური ჩართვისას მთავარი აქცენტი ისევ მოსახლეობის ხაცვაზე გაკეთა და სანქციების გაძლიერება და მეტი იარაღი მოითხოვა.

„დღეს უკრაინის ქალები მხოლოდ ნანგრევებია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენს მშვიდობიან ქალაქს გაუკეთა, მაგრამ ასევე თქვენს მშვიდობიან მარიუპოლს. ეს ქალაქი ყოველთვის იყო დიდი ბერძნული თემის სახლი. უკრაინულ-ბერძნული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. უკრაინასა და საბერძნეთს შორის კავშირი იმდენად ძველია, რომ ახლა მისი საწყისის პოვნა შეუძლებელია. ბერძნული პოლიტიკა ჩვენს შავი ზღვის სანაპიროზე, კულტურული გაცვლა და ვაჭრობა, საზოგადოების ცხოვრება,  ეს ყველაფერი ათასობით წლის ისტორიაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და საბერძნეთს სანქციების გამკაცრების თხოვნით მიმართა.

 

მსგავსი თემები