უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს

უნგრეთის გადაწყვეტილებას, რომ ოკუპანტი  რუსეთისგან  გაზი რუსულ რუბლში იყიდოს, უკრაინა „არამეგობრულ ქმედებას“ უწოდებს და უნგრეთს აკრიტიკებს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ქმედებები აძლიერებს  და ახალისებს რუსეთს ახალი სისასტიკე უკრაინელების წინააღმდეგ.

„თუ უნგრეთს ნამდვილად სურს ომის დასრულებაში დახმარება, აი, როგორ უნდა მოიქცეს ის –  შეწყვიტოს ევროკავშირში ერთიანობის განადგურება, მხარი დაუჭიროს ახალ ანტირუსულ სანქციებს, გაუწიოს სამხედრო დახმარება უკრაინას და არ შექმნას რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების დამატებითი წყაროები. არასოდეს არ არის გვიან ისტორიის სწორ მხარეზე მოხვედრა”, – აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები