ავსტრალიის სანქციებში, დამატებით, 67 რუსი ოლიგარქი მოექცა

უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს „შავ სიაში“ აქცევენ. ამჯერად, რუსეთის მოქალაქეებს სანქციები ავსტრალიამ დაუწესა. სანქციებში კი 67 ადამიანი მოექცა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინი აცხადებს, მთლიანობაში ქვეყანას 600-მდე ადამიანი ჰყავს შეყვანილი.

სანქციები ეხებათ: რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს; ოლიგარქებს; პუტინთან დაახლოებულ პირებსა და რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერებს.

 

მსგავსი თემები