ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი, უკრაინის მხარდაჭერის დასადასტურებლად უკრაინაში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავა. აღნიშნული განცხადება ბორელიმ ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა.

„ყველამ იცის, იმ სისასტიკის შესახებ, რომლებიც აღმოჩენილია ბუჩაში და სხვა ახლომდებარე დასახლებებში კიევის ოლქში. უახლოეს დღეებში ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩავალთ კიევში, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ გავიგებთ უკეთესად, რა ხდება იქ“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გრძელდება, სადაც მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და ქვეყნის მხარდაჭერაა. ბრიუსელში იმყოფება უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულებაც.

მსგავსი თემები