ნაწამებია კიდევ 11 ადამიანი, რომელთა ცხედრები უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა

ყოველდღიურად, უკრაინული მხარე რუსეთის მხრიდან, მათ ტერიტორიაზე ჩადენილ ახალ-ახალ სისასტიკეს აწყდება. ამჯერად, ქალაქ გოსტომელში, ავტოფარეხში აღმოჩენილია 11 ცხედარი. ყველა მათგანს წამების კვალი ატყვია. წამების შემდეგ ისინი დაწვეს. კადრებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უმძიმესი ვითარებაა ბოროდიანკაში, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.

 

მსგავსი თემები