„მეტი განსხვავებული სისტემები თქვენს ქვეყანას“ – იენს სტოლტენბერგი უკრაინას

​NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე ნეტოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიასთან განცხადება უკრაინის საგარეო მინისტრთან ერთად გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა დმიტრო კულებას უკრაინელი ხალხის სიმტკიცისა და ბრძოლისუნარიანობისთვის და მეტ დახმარებასაც დაჰპირდა.

„შეხვედრაზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას. კარგი შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ თქვენი ანალიზი – რა შეიძლება განვიხილოთ თქვენს დასახმარებლად. მოკავშირეები ბევრი ტიპის იარაღს უგზავნიან უკრაინას. მოვუწოდებ მათ, მეტი განსხვავებული სისტემები მიაწოდონ თქვენს ქვეყანას, ეს აუცილებელია თავდაცვისთვის. ველი, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე“- განაცხადა ეინს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის დაწყების წინ.

შეგახსენებთ, რომ დრეს, ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გრძელდება.

ბრიუსელში საბჭოს სხდომა იწყება, ადგილზე დმიტრო კულებაც ჩავიდა  

მსგავსი თემები