ერთ რუსულ ტანკზე 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა – აშშ უკრაინის დახმარებას აძლიერებს

თეთრი სახლის წარმომადგენლის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკა აძლიერებს უკრაინის დახმარებას.

„ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ, უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მივაწვდით. მათ აქვთ და ექნებათ ყველა საჭირო იარაღო. ომი მალე უნდა დასრულდეს. უნდა შეწყდეს სიკვდილი, რასაც უკრაინაში რუსეთი ახორციელებს. მოუხედავად იმისა, რომ თითქოს რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ისინი ძალებს დონბასში აძლიერებენ“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა ისევ იარაღის მიწოდებაა.

მსგავსი თემები