მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს,  მართლმადიდებელი ეკლესია  ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას კათალიკოს პატრიარქი აღავლენს.  ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.

ლიტერატურის მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია.

მედიაცენტი მთავარი“ გილოცავთ ხარების უდიდეს საუფლო დღესასწაულს.

მსგავსი თემები