ჩინეთი ამტკიცებს, რომ ომმა ამერიკას მოგება მოუტანა და მოითხოვს, შტატებმა რუსეთს სანქციები შეუჩეროს

ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის – ჩჟაო ლიცზიანის განაცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაწესებული სანქციები უნდა შეუჩეროს. ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით, აშშ-მა დიდი მოგება ნახა, ევროპამ კი ლტოლვილები, კაპიტალის გადინება და ენერგოდეფიციტი მიიღო.

„სანქციები არ უზრუნველყოფს მშვიდობას და უსაფრთხოებას. ის  წამგებიან ვითარებას ქმნის და უფრო მეტად აისახება ისედაც დასუსტებულ მსოფლიო ეკონომიკაზე. აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ცეცხლში ნავთის დამატება, შეწყვიტოს სანქციების დაწესება, შეწყვიტოს იძულების სიტყვები, მოქმედებები და აიღოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობის ვალდებულება“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღუს უკან, ჩინეთში რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები