„ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ… მასშტაბურ იერიშს ველით“ – იენს სტოლტენბერგი  

„ვხედავთ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ჩრდილოეთიდან, რომ გააძლიეროს ისინი, თავიდან აღჭურვოს, მოამარაგოს, შეაიარაღოს და შემდეგ აღმოსავლეთით გაუშვან, სადაც მასშტაბურ იერიშს ველით
– ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა  ბრიუსელში გააკეთა.

როგორც  სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს და ხვალ უკრაინაში სასტიკ ომს განიხილავენ.

„მსოფლიომ იხილა სისასტიკე, რომელიც ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში ჩაიდინეს. ეს პრეზიდენტ პუტინის ომის რეალურ ბუნებას ავლენს. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება და მკვლელობა სამხედრო დანაშაულია. ჩვენ ახლა ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ვხედავთ, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები ჩრდილოეთიდან, რომ გააძლიეროს ისინი, თავიდან აღჭურვოს, მოამარაგოს, შეაიარაღოს და შემდეგ აღმოსავლეთით გაუშვან, სადაც მასშტაბურ იერიშს ველით. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, მოიპოვოს სრული კონტროლი დონბასზე და დაამყაროს სახმელეთო კავშირი დონბასსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები