„მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

„მხოლოდ შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით. ის დატოვეს დასალპობად შუა ქუჩაში ან მასობრივ სამარხებში“ – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ნატოს სამიტზე გააკეთა.

მისივე შეფასებით, ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ.

„ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. „ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ“, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას. ისინი ამას გათავისუფლებას უწოდებენ. არა, ჩვენ ვუწოდებთ ამას სამხედრო დანაშაულებს. ჩვენ ნამდვილად უნდა დავარქვათ ამას თავისი სახელი. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი ადგილზე მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატოს სამიტზე.

მსგავსი თემები