კრემლის განცხადებით, ჯარის გაყვანა პუტინის კეთილი ჟესტი იყო

მოსკოვი ისევ თავის გამართლების რეჟიმშია და ირწმუნება, რომ ის კადრები, რაც ბუჩადან ვრცელდება ფეიკია. როგორც პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთმა უკრაინის გარკვეული ოლქებიდან ჯარი იმიტომ გაიყვანა, რომე ეს რეზიდენტმა ბრძანა.

„დიახ, ეს იყი კეთილი ჟესტი. ორმხრივი  მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, გვინდოდა, კეთილი ნების ჟესტი გამოგვეხატა. შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს, ამიტომ, პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა ჩვენს ჯარებს დაეტოვებინათ კიევის ოლქი,” – განმარტავს პესკოვი.

კრემლი უკრაინის პრეზიდენტს ურჩევს, მისი მხრიდან წამოყენებულ პირობებს დათანხმდეს, რომ ომი დასრულდეს.

 

მსგავსი თემები