„უნდა დავანახოთ ეს სიტუაცია მათ, ვინც ამას ვერ ხედავს“ – ჟოზეფ ბორელი უკრაინაზე

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტზე მთავარი თემა უკრაინა, რუსეთის დასუსტება და სანქციების გამკაცრებაა.

„უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ვითარება კიდევ უფრო მძიმე სურათამდე არ მივიდეს. უნდა დავანახოთ ეს სიტუაცია მათ, ვინც ამას ვერ ხედავს. უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. ერთ მილიარდი ევრო გამოვუყავით უკრაინას დახმერების სახით. ამ დროს, ამ თანხას რუსეთს ენერგორესურსებში ყოველდღიურად ვუხდით. შეადარეთ ეს ციფრები ერთმანეთს. მათ შორის გიგანტური განსხვავებაა. უნდა შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე. მეტი შესაძლებლობები უნდა გვქონდეს ჩვენი ღირებულებების დასაცავად“ – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ნატოს სამიტზე, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

მსგავსი თემები