„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის ფინანსური სისტემა გავაჩეროთ“ – შარლ მიშელი

„ჩვენი სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს აკრძალვას რუსეთიდან ნახშირის იმპორტზე. მალე გახდება საჭირო ანალოგიური სანქციები ნავთობსა და გაზზე“ – ეს განცხადება, ამ წუთებში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინის საკითხზე მსჯელობენ.

„ევროპულ ნავსადგურებში არ უნდა შემოვუშვათ რუსული გემები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი ფინანსური სისტემა გავაჩეროთ. სოლიდარობის ნიშნად, კარს ვუღებთ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ნატოს სამიტზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

„ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღო“ – შარლ მიშელი რუსეთზე

მსგავსი თემები