„ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღო“ – შარლ მიშელი რუსეთზე

ამ წუთებში, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ესწრებიან. მთავარი საკითხი კი უკრაინაა.

როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მინისტერიალზე განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ყველა წერტილი სამიზნეში ამოიღონ რუსეთის დასასუსტებლდ და შესაჩერებლად.

ბუჩასა და ბევრ სხვა ქალაქში ნანახმა გვაჩვენა, რომ რუსეთის ქმედებებს ჰქვია ომის დანაშაული. ამ სიტუაციას ევროკავშირი ვერ შეეგუება. მომხდარის გამო, რუსეთისთვის უმძიმესი შედეგები დადგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მინდა, რუს სამხედროებსაც მივმართო – თუ არ გსურთ კრიმინალები გერქვათ, თუ არ გსურთ უკრაინელი დები და ძმები არ დახოცოთ, იარაღი უნდა დაყაროთ. მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ რუსეთზე ზეწოლა. ყველაფერი სამიზნეში უნდა ამოვიღოთ. დავაწესოთ სანქციების ახალი პაკეტი“ – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სხდომაზე.

მსგავსი თემები