რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ, რომელიც პუტინის შვილსაც შეეხება

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რუსეთის მხრიდან ქალაქ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკისა და უმძიმესი დანაშაულის გამო, რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციებში კრემლის პირველი პირების ოჯახის წევრებიც მოექცევა.

როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯენ ფსაკი განმარტავს,  ვაშინგტონი ასევე განიხილავს დამატებით სანქციებს პუტინის ორი ქალიშვილისა და რუსეთის უმსხვილესი ბანკის – “სბერბანკის” წინააღმდეგ.

ასევე, აშშ აკრძალავს ახალ ინვესტიციებს რუსეთში და დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს, კრემლის ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს.

 

მსგავსი თემები