პუტინი მსოფლიოში შიმშილზე საუბრობს და აცხადებს, რომ „მტრულ ქვეყნებს“ არაფერს მიაწვდის

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა, მსოფლიოში არსებულ ვითარებას შეახსენებს და მიანიშნებს, რომ შიმშილი გარდაუვალია. ამავდროულად, პუტინი იმასაც აცხადებს, რომ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ რუსეთიდან ექსპორტი გამორიცხულია.

მისი თქმით, ენერგეტიკის მაღალი ფასები, სურსათის ნაკლებობასთან ერთად, დასავლეთს აიძულებს, დამატებითი მარაგის შესაძენად ფული დაბეჭდოს, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.

„აუცილებლად გამწვავდება სურსათის დეფიციტი მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, რაც წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღას. საკვებზე  ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, სურსათის დეფიციტი გარდაუვალია. უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვარგარეთ სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდეთ ექსპორტს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა.


მსგავსი თემები