„უკრაინაში დედები ბავშვებს ზურგზე აწერენ ახლობლების ტელეფონის ნომრებს“ – ზელენსკი ესპანელ კანონმდებლებს

ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდემტა ზელენსკიმ იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც, რუსეთის აქტიურობით, უკრაინაში ხდება. „უბრალოდ, წარმოიდგინეთ, უკრაინაში დედები ბავშვებს ზურგზე აწერენ ახლობლების ტელეფონის ნომრებს.  რატომ? იმიტომ, რომ ოკუპანტები ბავშვებს მშობლებს თუ მოუკლავენ, მათ პატარა შანსი მაინც დარჩეთ, რომ ბავშვებს ვინმე მოუვლის“ – განაცხადა პრეზიდენტმა ესპანეთის პარლამენტში ვირტუალურად გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ქალაქ მარიუპულზეც ისაუბრა, რომელიც  ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს.

„იქ არაფერი დარჩა. ქალაქის 90 პროცენტი განადგურებულია. რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში ის შენობაც კი დაბომბა, სადაც ზუსტად იცოდნენ, რომ ბავშვები იყვნენ. უკრაინა ამის შესახებ ყვება ყოველდღე, მაგრამ ომი გრძელდება, რუსეთი არ ეძებს მშვიდობას. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უფრო ძლიერი სანქციები, ყველაზე ძლიერი. როგორ შეიძლება, რუსულ ბანკებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიმუშაონ შემოსავალი მაშინ, როცა უკრაინის ქალაქებში რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

„რუსეთს სურს, რეგიონში მხოლოდ ერთი წესრიგი იყოს – ტირანია“ – ზელენსკი ესპანეთის პარლამენტში

მსგავსი თემები